ულტრაბგერითი ტესტირება ნაყოფის ასაკის დადგენას ითვალისწინებს.
ვირჯინიის შტატის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ქალებს, რომლებიც აბორტის გაკეთებას აპირებენ, ოპერაციამდე ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება ევალებათ.
რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ შტატის წარმომადგენელთა პალატამ კანონი 61 35-ის წინააღმდეგ ხმათა თანაფარდობით მიიღო.
ულტრაბგერითი ტესტირება ნაყოფის ასაკის დადგენას ითვალისწინებს. ამ კანონიდან გამონაკლისი მხოლოდ ის ქალბატონები არიან, რომლებიც გაუპატიურების შემდეგ დაორსულდნენ და გაუპატიურების ფაქტი პოლიციაში განაცხადეს.