ირანი არჩევნებისთვის ემზადება

დასავლეთის ლიდერები ცდილობენ ირანზე სანქციები გააძლიერონ და ბირთვული პროგრამის შეწყვეტა აიძულონ.

პარასკევს ირანში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. არჩევნებს რეფორმისტულმა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა იმ მიზნით, რომ კონსერვატორებმა საკმარისი ხმები ვერ დააგროვონ.

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ არჩევნები ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვან დღედ შეაფასა. მისი თქმით, ირანმა ამ არჩევანით დასავლეთს საკუთარი ძლიერება და ერთიანობა უნდა დაანახოს. დასავლეთის ლიდერები ცდილობენ ირანზე სანქციები გააძლიერონ და ბირთვული პროგრამის შეწვეტა აიძულონ.

ირანი დაჟინებით აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.