ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პაკისტანის პრეზიდენტს მოწვევა გაუგზავნა.
პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი ჩიკაგოში მოახლოვებულ ნატოს სამიტს დაესწრება. პაკისტანის ხელისუფლება ავღანეთის საკითხზე გამართულ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას.
ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ პაკისტანის პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ მოწვევას, საერთაშორისო სამხედრო ნაწილებისათვის ჩაკეტილი სახმელეთო მომარაგების გზის ხელმეორედ გახსნის პირობა უსწრებდა წინ.
თავის დროზე, ეს გზა პაკისატნმა ექვსი თვის წინ პროტესტის ნიშნად გადაკეტა, როდესაც შეერთებული შტატების მიერ შეცდომით განხორციელებული საჰაერო დარტყმების დროსვ 24 პაკისტანელი ჯარისკაცი ავღანეთის საზღვართან ახლოს დაიღუპა.