თეირანი საჯაროობის წინააღმდეგ იბრძვის

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ზოგიერთი მთავრობა „ყველა ხმასა და ყველა საჯარო დისკურსს“ ახშობს.

„მათ უნდათ საგაზეთო პუბლიკაციებზე კონტროლის დამყარება, უნდათ აკონტროლებდნენ თუ ვინ ირიცხება უნივერსიტეტებში, რომელი კომპანიები იღებენ კონტრაქტებს ნავთობის ექსპორტზე, რომელი რელიგიური ჯგუფები ან არასამთავრობო ორგანიზაციები აყავთ აღრიცხვაზე და სად იკრიბებიან მოქალაქეები.

თქვა კლინტონმა და მას მხედველობაში ირანის რეჟიმი ჰქონდა.

ამ ფონზე ოფიციალური თეირანი აგრძელებს ინტერნეტით ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას.

ირანის ხელისუფლებამ ახალი კანონიც კი მიიღო, რომელიც ინტერნეტ კაფეებში მომხმარებლის საქმიანობას არეგულირებს და მათ მფლობელებს კი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის სისტემაში შეყვანას იხოვს. პირადი მონაცემებით ფაილები 6 თვის განმავლობაში ინახება. ინტერნეტ კაფეებში დამონტაჟდება უსაფრთხოების კამერებიც.

ირანის ხელისუფლება არ ჯერდება მილიონობით ვებ გვერდის დაბლოკვას, და ხელისუფლება ამჯერად გეგმავს გლობალური ინტერნეტ ქსელიდან გავიდეს და ნაციონალური, გაფილტრული ინტერნეტ სივრცე შექმნას.

გრძელდება ბლოგერებისა და ინტერნეტის მომხმარებლის დევნაც. 17 იანვარს, უზენაესმა სასამართლომ პროგრამისტის საედ მალეკპურის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მალეკპური ისლამის შეურაცხყოფისთვის არის ბრალდებული. ბლოგერი ვაჰიდ ასგარი და ვებ ადმინისტრატორი აჰმად ჰაშემპური კი ასევე სიკვდილმისჯილები არიან ანალოგიურად გაყალბებული სასამართლო პროცესების შემდეგ.

იანვარში, სუფისტური ვებ გვერდის კონტრიბუტორი სიმონ ნემათოლაჰი საკუთარ ბინაში დააკავეს. დაპატიმრებულია ირანელი პროფესიონალების საკომუნიკაციო ვებ გვერდის რედაქტორიც.

აშშ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ „საკუთარი შეხედულებების გამოხატვა, აღმსარებლობის არჩევა, და საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრა პოლიტიკური თუ სოციალური ცვლილების მოთხოვნით ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, და ეს უფლება ყველგან უნდა იქნას უზრუნველყოფილი.

მსოფლიო თანამეგობრობამ ირანის ხელისუფლების ქმედებები უნდა დაგმოს არა მხოლოდ ინდივიდუალური უფლებების ხელყოფისთვის, არამედ ამ უფლებების კიბერ სივრცეში უგულვებელყოფისთვის.