მსჯელობები კოკოითის შესაძლო გაპრეზიდენტების თაობაზე

მსჯელობები კოკოითის შესაძლო გაპრეზიდენტების თაობაზე

ცხინვალის სასამართლომ კი გუშინ გაათავისუფლა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ალან კოჩიევი, რომელიც ამჟამად სახლში იმყოფება.

არაღაიარებული სამხრეთ ოსეთის არაღიარებული პრეზიდენტი ალა ჯიოევა ხვალ მოსკოვში პრესკონფერენციის გამართვას აპირებს. იქ იქნებიან ასევე სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებიც, რომლებიც ანონსის თანახმად, ისაუბრებენ არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ცხინვალში და წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს მასალებსაც, რომლეთა საფუძველზეც არჩევნები ბათილად ცნეს.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომელშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოქმების თანახმად, ქალბატონმა კანიდადტმა, ალა ჯიოევამ მოიპოვა ხმათა უმრავლესობა, ცხინვალის ეზენაესმა სასამართლომ გააუქმა. სასამართლომ გამოიტანა ასევე გადაწყვეტილება იმის თაობაზეც, რომ ჯიოევას აღარ ქონოდა უფლება მომავალ ტურში საკუთარი კანდიდატურა დაეყენებინა. თუმცა ამ, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება შესაძლებელი გახდა პოლიტიკური გზით. კერძოდ, სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციიდან მივლენილი შუამავალის სერგეი ვინოკუროვის მიერ, რომელიც ქუჩის ამბოხის პრევენციის მოტივით მართავდა მოლაპარაკებებს ცხინვალში, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის ერთ–ერთი პუნქტის თანახმად ჯიოევას არჩევნებში მონაწილოების შანსი 2012 წლის 25 მარტისთვის მიეცემა.

მოსკოვში რამდენიმე დღის წინ საინტერესო შეხვედრა გაიმართა ოსური დიასპორის წამომადგენლებთან, სადაც სტუმრად იმყოფებოდა ჯიოევას შტაბის წარმომადგენელი როდიონ სიუკაევი. იგი გარკვეული საინფორმაციო ანგარიშით წარუდგა დიასპორას და ისაუბრა საფრთხეებზე, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოება ცხინვალში. დიასპორასთან შეხვედრისას დაისვა კითხვა იმის შესახებ, რამდენადაა კოკოითის გაპრეზიდენტების შანსი კიდევ ერთხელ.

„მას შემდეგ, რაც ორი ვადით იყო არჩეული კოკოითი პრეზიდენტად, ახლა ქვეყანას ხელმძღვანელობს ბროვცევი. არ გიფიქრიათ, რაც აქამდე მოხდა, იქნებ მხოლოდ იმისთვის გაკეთდა, რომ კოკოითის საკუთარი კანდიდატურა კვლავაც დაეყენებინა 25 მარტის არჩევნებზე?“

„ამგვარი საშიშროება არსებობს, ამის უფლება შესაძლოა მისცენ მას მოსკოველმა კურატორებმა. არსებობს მეორე ვარიანტიც, თუ ბროვცევი მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და ბელა პლიევას, ცეესკოს ხელმძღვანელს, მიიღებენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რაც მათ სურთ,“– ამბობს როდიონ სიუკაევი.

შეხვედრის დროს სიუკაევმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ ზეწოლის ქვეშ მოაწერა ხელი შეთანხმებას ხელისუფლების წარმოადგენლებთან. გამოითქვა მოსაზრებები იმის თაობაზეც, რომ შესაძლოა ვინმეს სამხრეთ ოსეთში კიდეც აწყობდეს ომი, რომელიც ჩამოწერს ყველა თანხას, რაც აქამდე გაუჩინარებულად ითვლება. რუსული საინფორმაციო საშუალებები ამბობენ, რომ ცხინვალში ომის შემდეგ დაახლოებით მილიარდი ამერიკული დოლარის სუბსიდიაა გადარიცხული. მიუხედავად ამისა, არსებობს ოჯახები, რომლებიც ამ დრომდე კარვებში ცხოვრობენ ცხინვალში.

„9, 10 დღის მანძილზე ვატარებდით აქციებს, ათახუთასიდან ორიათასხუთასამდე ადამიანი გროვდებოდა, ძალიან რთულ პირობებში ვიყავით, ღამის პერიოდში იყო მინუს 12–დან 14 გრადუს ცელსიუსამდე სიცივე, წარმოგიდენიათ? ჩვენს ხალხს ვინოკუროვმა 9–ში უთხრა, რომ ხვალ მე წავალ და თქვენ აღმოჩნდებით ადგილობრივი ხელისუფლებისა და ომონის წინაშე და შესაძლოა დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება იარაღის გამოყენებით. ჯიოევას ეს არ სურდა. მათ გვაიძულეს ხელი მოგვეწერა შეთანხმებისთავის. მინდა გითხრათ, რომ მკვეთრად შეირყა რუსეთის ფედერაციის იმიჯი ასეთი ჩინოვნიკების გამო. ჩვენ ვეუბნებოდით, ხომ ხედავთ აქ რა ხდება, კორუფციაშია ყველაფერი ჩაფლული. მათაც იციან ეს. ჩვენ ვეუბნებოდით ასევე პოლიტიკური შეხედულების გამო დაკავებული ადამიანების თაობაზე. ჩვენი ხალხი ალას მხარდამჭერები კი არ არიან. ისინი იბრძვიან უკანონობის წინააღმდეგ. ბიბილოვის მომხრეებიც იდგნენ ჩვენს გვერდით“.

ამ დრომდე დაკავებულია ჯიოევას შტაბის ხელმძღვანელი ვლადიკავკაზში სოსლან კოკოევი, რომელსაც ნარკოტიკი აღმოუჩინეს. მისი მეუღლე ანა კოკოევა აცხადებს, რომ საქმე შეკერილია და იგი პოლიტიკური მოტივით იმყოფება ციხეში.

ცხინვალის სასამართლომ კი გუშინ გაათავისუფლა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ალან კოჩიევი, რომელიც ამჟამად სახლში იმყოფება. მას არ აქვს უფლება დატოვოს დე–ფაქტო ადმინისტრაციის საზღვრები.