ანტალიის რეგიონში აფეთქება მოხდა

ანტალიის რეგიონში აფეთქება მოხდა

ამ წუთებისთვის უცნობია აფეთქების დეტალები.

თურქეთის სამხრეთში, ანტალიის რეგიონში, პოლიციის განყოფილებასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.

ამ წუთებისთვის უცნობია აფეთქების დეტალები.

გუბერნატორის თანაშემწემ რეჯეპ იუკსელმა მედიას განუცხადა, რომ მიმდინარეობს აფეთქების მიზეზების დადგენა.

ცნობილია, რომ აფეთქება ტურისტებით დასახლებული რაიონებიდან შორს, ქალაქ გონიუკში მოხდა.

დედაქალაქ ანკარაში, ერთი კვირის წინ მომხდარი აფეთქებისას 3 ადამიანი დაიღუპა, და 30 დაშავდა. ანკარას ინციდენტზე ქურთმა მეამბოხეებმა იკისრეს პასუხისმგებლობა.