ბრაზილიის პოლიცია ნარკოდილერებს ებრძვის

ბრაზილიის პოლიცია ნარკოდილერებს ებრძვის

ბრაზილიის ხელისუფლება ოლიმპიადამდე რიო დე ჟანეიროს გაწმენდას ცდილობს.

რიო დე ჟანეიროს პოლიციამ გადამწყვეტი იერიში წამოიწყო ბრაზილიის დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე უფრო კრიმინალურ უბანში, მოქმედი ნარკოტიკებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ.

ოპერაციაში 2000-მდე პოლიციელი და სამხედრო იღებს მონაწილეობას შვეულმფრენების მხარდაჭერით. ბრაზილიის დედაქალაქის ერთერთი ჯურღმული ალემაო პოლიციისა და განგსტერების გააფთრებული შეტაკების არენად გადაიქცა.

რიო დე ჟანეიროს ამ რაიონს დიდი ხანია ნარკოტიკებით მოვაჭრენი აკონტროლებდნენ. ბრაზილიის ხელისუფლება რიო დე ჟანეიროს გაწმენდას ცდილობს 2014 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე.

ნარკოტიკებით მოვაჭრეთა ბანდებმა პოლიციას სასტიკი ომი გამოუცხადეს და ასამდე ავტომობილი და ავტობუსი დაწვეს. შეტაკებების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა.