ავღანეთში ნატოს ჯარისკაცები დაიღუპნენ

კუნარის პროვინციაში კიდევ ერთი დაბომბვის დროს ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.

ნატოს განცხადებით, ავღანეთის აღმოსავლეთში სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ამ ორგანიზაციის ორი ჯარისკაცი დაიღუპა.

ავღანეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად, კუნარის პროვინციაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ექვსი ჯარისკაცი დაიჭრა.

წელს ავღანეთში ნატოს 154 ჯარისკაცი მოკლეს. კუნარის პროვინციაში კიდევ ერთი დაბომბვის დროს ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.

ხუთშაბათს ავღანეთის პოლიციის ფორმაში გადაცმულმა ორმა ტერორისტმა ფარას პროვინციაში სამთავრობო შენობის მახლობლად აიფეთქა თავი, რომლის დროსაც შვიდი ადამიანი დაიღუპა.

მაისის დასაწყისში თალიბებმა საგაზაფხულო იერიშის დაწყების შესახებ ხმამაღლა განაცხადეს.