გაეროს დამკვირვებლებს ევროკავშირის სახელით 24 ერთეული ჯავშანტექნიკა გადაეცათ.
სირიაში შაბათს სულ ცოტა შვიდი ადამიანი დაიღუპა ანტისამთავრობო გამოსვლების დროს.
უფლებადამცველთა განცხადებით, მთავრობის დაბომბვას და უსაფრთხოების ძალის რეიდებს მინიმუმ სამი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო ხელისუფლების თქმით, უსაფრთხოების ძალების ოთხი წევრი დაიღუპა დედაქალაქთან ახლოს, დამასკოში. მთავრობა შეტაკებებისთვის "შეიარაღებულ ტერორისტებს" სდებს ბრალს.
შაბათს, გაეროს დამკვირვებლებს ევროკავშირის სახელით 24 ერთეული ჯავშანტექნიკა გადაეცა.
სირიაში ევროკავშირის ელჩის ვასილის ბონტოსოღლუს განცხადებით, ეევროკავშირის მიერ გამოხატული ყურადღება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ევროპა კოფი ანანის მისიას მხარდაჭერას უცხადებს.