პაკისტანში დაღუპულების ძებნა დაიწყეს

დაღუპული თვითმფრინავი 30 წელია, რაც ექსპლუატაციაშია და მთელი დატვირთვით მუშაობს

პაკისტანში მაშველები დილიდან გვამების ძებნას შეუდგნენ. პარასკევს მომხდარ ავიაკატასტროფაში 127 ადამიანი დაიღუპა. ავიაკომპანიის მფლობელებს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ.

ბოინგი-737 ისლამაბადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ძლიერი ჭექაქუხილის დროს ჩამოვარდა. თვითმხილველების ცნობით, თვითმფრინავს ცეცხლი მიწაზე დაცემამდე ჰქონდა მოდებული. ავიაკომპანიის ოფიციალური განცხადებით, მიზეზი სავარაუდოდ უამინდობა უნდა ყოფილიყო. ექსპერტებმა შავ ყუთს მიაკვლიეს და კატასტროფის ნამდვილი მიზეზის გამოძიებას შეუდგნენ.

დაღუპული თვითმფრინავი 30 წელია, რაც ექსპლუატაციაშია და მთელი დატვირთვით მუშაობს. პაკისტანის მედიის ცნობით, კომპანია „ბოჯა ეარი“ ფრენებს ძირითადად ნახმარი ბოინგებით ახორციელებს და ეს ქვეყანაში მიღებულ პრაქტიკად ითვლება.