სირიაში საყოველთაო პროტესტი მზადდება

სირიაში საყოველთაო პროტესტი მზადდება

არაბული ლიგის სადამკვირვებლო მისიის წევრები ქვეყანას უკვე ტოვებენ .

სირიელი აქტივისტები მოსახლეობას საყოველთაო პროტესტისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციას ასევე მხარს უჭერს შეიარაღებულ ამბოხებულთა ჯგუფი, რომელსაც თავისუფალი სირიის არმია ქვია.

საყოველთაო პროტესტის მოწოდება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ოპოზიციის ლიდერი ბუჰრან ღალიუნი შეიარაღებულ ამბოხებულთა ხელმძღვანელს პოლკოვნიკ რიად ალ-ასადს შეხვდა. მათ სირიაში შექმნილი ვითარება განიხილეს და არმიის დეზერტირებისგან შეიარაღებული ჯგუფების ფორმირებაზე შეთანხმდნენ.

გუშინ სირიის უფლებადამცველი ჯგუფის განცხადებით, არაბული ლიგის სადამკვირვებლო მისიის წევრები ქვეყანას უკვე ტოვებენ და ამით სირიის ხელისუფლების მიერ ანტისამთავრობო გამოსვლების სისხლიან ჩახშობას აპროტესტებენ. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ ლონდონში მოქმედი სირიის უფლებადამცველი ჯგუფის ხელმძღვანელმა განუცხადა.