სირიაში დემონსტრაციებს კვლავ ახშობენ

სირიაში დემონსტრაციებს კვლავ ახშობენ

გაეროს მონაცემებით, მარტში დაწყებული არეულობის შემდეგ სულ ცოტა 3, 500 ადამიანია მოკლული

სირიის ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის, საწინააღმდეგო დემონსტრაციები დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები არაბული ლიგიდან სირიის გარიცხვას მოითხოვენ.

ხვალ ქაიროში არაბული ლიგა საგანგებო შეხვედრას მართავს, რომელზეც მთავარ საკითხად სირიაში მიმდინარე ამბოხი დგას. ლიგა კიდევ ერთხელ შეეცდება აიძულოს სირიის მთავრობა სამშვიდობო შეთანხმების პირობები დაიცვას და საკუთარი ხალხის მიმართ ძალადობა შეწყვიტოს. აქტივისტთა განცხადებით, მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაღუპულთა რიცხვს გუშინ 33 და დღეს კიდევ 5 ადამიანი დაემატა.

გაეროს მონაცემებით, მარტში დაწყებული არეულობის შემდეგ სულ ცოტა 3 500 ადამიანია მოკლული. ნიუ იორკის ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი აცხადებს, რომ სირიის ხელისუფლებამ პასუხი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა აგოს.