სარკოზი და კამერონი ლიბიაში არიან

სარკოზი და კამერონი ლიბიაში არიან

ოფიციალური პარიზი და ლონდონი თავიდანვე ითხოვდნენ ნატოს მოქმედებას ლიბიელი მშვიდობიანი მოსახლეობის კადაფის ძალებისგან დასაცავად.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ კამერონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ლიბიაში იმყოფებიან ქვეყნის გარდამავალ მთავრობასან შესახვედრად. ფრანგი და ბრიტანელი ლიდერები ორი უცხოური სახელმწიფოს მეთაურები არიან რომლებიც ლიბიას უცხოური მთავრობების სახელით პირველად სტუმრობენ მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ.

ამასთან, კამერონი პირობას დებს, რომ ლიბიის განდევნილი ლიდერის ადგილმდებარეობის დადგენაში დახმარებას გაიღებს.

ბენღაზიში ვიზიტამდე ტრიპოლიში დაგეგმილია შეხვედრები გარდამავალი ეროვნული საბჭოს მეთაურთან მუსტაფა აბდელ ჯალილთან.

დევიდ კამერონმა კერძოდ თქვა:

„ჩვენ კადაფის და მის მომხრეებს ვუცხადებთ, რომ მათი მმართველობა დასრულებულია. კადაფის მომხრე შეიარაღებულმა ძალებმა და ყველა იმ ადამიანმა, ვინც ფიქრობს, რომ კადაფის რაიმე ადგილი კიდევ აქვს ამ ქვეყანაში, ბრძოლას და წინააღმდეგობას თავი უნდა დაანებოს.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური პარიზი და ლონდონი თავიდანვე ითხოვდნენ ნატოს მოქმედებას ლიბიელი მშვიდობიანი მოსახლეობის კადაფის ძალებისგან დასაცავად. ოფიციალური პარიზი იყო პირველი, ვინც ეროვნული გარდამავალი საბჭოს ლეგიტიმურობა აღიარა.

მიმდინარე კვირას ლიბიაში კიდევ ერთი უცხოელი ლიდერი- თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი- ჩავა.