პრეზიდენტ ობამას მიმართვა

პრეზიდენტ ობამას მიმართვა

რესპუბლიკელმა სენატორმა კეი ჰაჩისონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოლიტიკა ნავთობისა და ბუნებრივი აირის მრეწველობას აფერხებს.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს რომ საწვავის ფასის ზრდის შეჩერება იოლი არ არის. თუმცა მისი თქმით, ზოგი პოლიტიკოსი მოსახლეობას ერთი გალონის საწვავის ფასის 2 დოლარამდე დაყვანას პირდება.

ყოველკვირეულ გამოსვლაში პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა განახლებადი ენერგიის წყაროების, ქარი, მზის ენერგიის, და ბიოსაწვავი მასშტაბურად ათვისებაზე. მან იქვე დასძინა, რომ განახლებადი ენერგიის მოხმარების ათვისება ამერიკას საწვავზე დამოკიდებულებისაგან გაათავისუფლებს.

პრეზიდენტმა განაცხად,ა რომ ამერიკის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირისა და ნავთობის ჭაბურღილების გათხრა პერსპექტიული არ არის და ეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსების ფუჭი ლოზუნგია.

ობამამ ასევე უკმაყოფილება გამოთქვა, კონგრესის მიერ ამერიკული ნავთობ გადამამუშავებელი კომპანიების საშემოსავლო გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით.

რესპუბლიკელმა სენატორმა კეი ჰაჩისონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოლიტიკა ნავთობისა და ბუნებრივი აირის მრეწველობას აფერხებს.

ამავე განცხადების თანახმად, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ჭაბურღილების გათხრის შეზღუდვა, სამუშაო ადგილების შექმნას უშლის ხელს.