აშშ-ში უამინდობა გრძელდება

აშშ-ში უამინდობა გრძელდება

შეჩერდა მიწისზედა ტრანსპორტის მუშაობა.

შეერთებულ შტატებში უამინდობა გრძელდება. განსაკუთრებით დაზარალდა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი.

თოვლის საფარმა უკვე გადააჭარბა 50 სანტიმეტრს, ხოლო ქარის სიჩქარემ კი საათში 100 კილომეტრს მიაღწია.

შტორმის შედეგად, გუშინ გვიან ნიუ-იორკის სამივე აეროპორტი დაიკეტა, ასევე შეჩერდა მიწისზედა ტრანსპორტის მუშაობაც. საგანგებო ვითარებაა შექმნილი ნიუ-ჯერსიში და ბოსტონში.