ავღანეთის პრეზიდენტის განცხადება

ამერიკელი ჯარისკაცი, რომლის ვინაობაც ჯერ არ სახელდება ავღანეთიდან უკვე ქუვეითშია გადაყვანილი.

ამერიკელი ჯარისკაცის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელსაც მშვიდობიანი ავღანელების მკვლელობაში ედება ბრალი, დანაშაულის მომენტში სტრესის ქვეშ იმყოფებოდა, რაც მოკლული თანამებრძოლების ნახვამ გამოიწვია.

ჯონ ჰენრი ბრაუნის თქმით, 38 წლის სერჟანტმა თავის თვალით იხილა თანამებრძოლების აფეთქება, რის შემდეგაც მიღებული შოკის საფუძველზე მეორე დღეს ყანდაარის რაიონში 16 ავღანელი სამოქალაქო პირი მოკლა. ამერიკელი ჯარისკაცი, რომლის ვინაობაც ჯერ არ სახელდება ავღანეთიდან უკვე ქუვეითშია გადაყვანილი. ამ ინციდენტის შემდეგ ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ავღანეთის სოფლებიდან ნატოს ძალების გაყვანა მოითხოვა.მან შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს განუცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მომავალში ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს. ამასთან დაკავშირებით ლეონ პანეტამ განაცხადა:

„მე შევეცადე დამერწმუნებინა ჰამიდ კარზაი, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ასეთ ნაბიჯის გადადგმა ჩვენს საერთო ძალისხმევას რისკის ქვეშ აყენებს“.

ამასთანავე, ლეონ პანეტამ ჰამიდ კარზაის პირობა მისცა, რომ დამნაშავე ჯარისკაცი აუცილებლად აგებს პასუხს.