სირიაში ძალადობა გრძელდება

სირიის ოპოზიციური ჯგუფები უარს აცხადებენ დაემორჩილონ კოფი ანანის მოწოდებას.

სირიაში გაეროსა და არაბული ლიგის ელჩის კოფი ანანის ჩასვლამდე, სამთავრობო ჯარები ოპოზიციურ დაჯგუფებებზე იერიშს აგრძელებდენ. თავის მხრივ, კოფი ანანი სირიის კრიზისის დარეგულირების საქმეში პოლიტიკური გამოსავლის მონახვას ცდილობს.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია იტყობინება, რომ სამთავრობო ჯარისკაცებმა ქვეყნის ჩრდილოდასავლეთ რეგიონის იდლიბის პროვინციაში სირიის თავისუფალი სირიის არმიის ჯარისკაცებს ეძებდნენ. მოსახლეობას ჰომსის მსგავსი ძალადობის განმეორების შესაძლებლობა აშინებს.

ამ ფონზე, სირიის ოპოზიციური ჯგუფები უარს აცხადებენ დაემორჩილონ კოფი ანანის მოწოდებას და ბაშარ ალ ასადის მთავრობასთან დიალოგი დაიწყონ.