იტალია დეფიციტს წარმატებით ამცირებს

იტალია დეფიციტს წარმატებით ამცირებს

მონტიმ ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური ზომები განახორციელა სახელმწიფო დანახარჯების შესამცირებლად.

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ იტალიის ახალმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის დეფიციტის შესამცირებლად. პრემიერ მინისტრი მარიო მონტის ფინანსური პოლიტიკა იტალიაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მყარ საფუძველს ქმნის.

ობამას განცხადებით:

„პრემიერ მინისტრი იტალიის ხელისუფლებაში ძალიან რთულ პერიოდში მოვიდა. მე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ვაფასებთ მის ძალისხმევას და ეფექტურ საქმიანობას. მისმა ეკონომიკურმა გამოცდილებამ შედეგი უკვე დაგვანახა არა მხოლოდ იტალიის შიგნით მოსახლეობის ნდობის აღდგენის, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით იტალიის მიმართ განახლებული შეხედულებების ჩამოყალიბების მხრივაც.“

იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო მონტი ეკონომიკის ყოფილი პროფესორია. მან ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური ზომები განახორციელა სახელმწიფო დანახარჯების შესამცირებლად და ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ რამდენიმე თვეში, არაერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმა განახორციელა.