სირიაში ტერორისტული აქტი მოხდა

სირიაში ტერორისტული აქტი მოხდა

აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა და 175-ზე მეტი დაშავდა.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ალეპოში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი გარდაიცვალა და 175-ზე მეტი დაშავდა.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელებმა იერიში სამხედრო დაზვერვისა და უშიშროების შენობებზე მიიტანეს. ალეპო სირიის ყველაზე მსხვილი კომერციული ცენტრია.

სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავდასხმა შეიარაღებულმა ტერორისტებმა განახორციელეს.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, სირიაში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სირიაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ძალადობრივი დაპირისპირება.