ისრაელმა ჰუმანიტარული გემები დააკავა

ისრაელმა ჰუმანიტარული გემები დააკავა

ისრაელის მიერ ღაზას ბლოკადა 2007 წელს დაიწყო.

ისრაელის საზღვაო ძალებმა პრო-პალესტინელი აქტივისტების მიერ ღაზას სექტორში გაგზავნილი ორი ჰუმანიტარული ტვირთით სავსე გემი დააკავა. გემები ისრაელის მიერ ღაზას ბლოკადის გარღვევას ცდილობდნენ.

27 აქტივისტისგან შემდგარი ჯგუფი, რომელშიც ამერიკის, კანადის, ირლანდიის და მრავალი სხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ გაერთიანებულნი, ცდილობდა ღაზაში სამიდიცინო ჰუმანიტარული დახმარება და პალესტინელთა მხარდაჭერის წერილები ჩაეტანა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის განცხადებით, გემების დაკავება სამთავრობო განკარგულების საფუძველზე მოხდა და ოპერაციის განხორციელებისას არავინ დაშავებულა. ისრაელის საზღვაო ძალები ეკიპაჟს აშდოდის პორტამდე მიაცილებს, სადაც ისინი საემიგრაციო სამსახურის განკარგულებაში გადავლენ.

ისრაელის მიერ ღაზას ბლოკადა 2007 წელს დაიწყო. ის მიზნად ჰამასის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პალესტინელებისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას ისახავს.