აშშ მზადაა პაკისტანთან მოლაპარაკებებისთვის

გროსმანმა ამ ინციდენტის გამო სინანული გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ავღანეთსა და პაკისტანში განაცხადა, რომ საკომუნიკაციო ხაზი პაკისტანსა და შეერთებულ შტატებს შორის კვლავ უნდა აღსდგეს, იმ ფონზე, როცა ამ ქვეყანებს შორის ურთიერთობა ყოველწლიურად დაბალ მაჩვენებელს აღწევს.

პაკისტანმა საერთაშორისო საჯარისო ნაწილებს სახმელეთო მომარაგების მარშრუტი მაშინ დაუკეტა, როცა დასავლეთის კოალიციის ავიაციის მიერ საზღვრის მახლობლად მოწყობილმა თავდასხმამ 24 პაკისტანელი ჯარისკაცის სიოცოცხლე შეიწირა.

შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადენელმა პაკისტანსა და ავღანეთში - მარკ გროსმანმა, ამ ინციდენტის გამო სინანული გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ბატონი გროსმანი ასევე პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰინა რაბან კარს და საგარეო საქმეთა მდვანს ჯალილ აბასჯილანსაც შეხვდა.

ბატონი გროსმანის თქმით, შეერთებული შტატები მზადაა პაკისტანთან დაიწყოს მოლაპარაკება სახმელეთო მომარაგების მარშრუტის გახსნის თაობაზე და ასევე თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.