დაუდგენელია 279 ადამიანის დაღუპვის მიზეზი. სამოქალაქო მსხვერპლი ძირითადად გზებზე დამონტაჟებული ნაღმების შედეგია.
გაეროს შეფასებით, გასულ წელს ავღანეთის კონფლიქტში 3000-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამის შესახებ გაეროს ავღანეთში დახმარების მისიის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, 2011 წელს 3021 ავღანელი დაიღუპა, რაც 8 პროცენტით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით. აქედან მეამბოხეების მიზეზით 77 პროცენტია დაღუპული. ნატოს კოალიციის და ავღანეთის სამთავრობო ძალების მიერ კი 410 სამოქალაქო პირია მოკლული. დაუდგენელია 279 ადამიანის დაღუპვის მიზეზი. სამოქალაქო მსხვერპლი ძირითადად გზებზე დამონტაჟებული ნაღმების შედეგია.