გაეროს ბირთვული სააგენტო უკვე ამზადებს რეზოლუციას,რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას შეეხება.
აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა მოუწოდებს ისრაელს, ირანზე სამხედრო ოპერაციის განხორციელებისგან თავი შეიკავოს. პანეტას განცხადებით, გაეროს ბირთვული სააგენტო უკვე ამზადებს რეზოლუციას, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას შეეხება.
ეჰუდ ბარაქთან შეხვედრისას, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია მსოფლიოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
პანეტას განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს ირანზე ზეწოლას სანქციების მეშვეობით, რაც თეირანს ბირთვული პროგრამის განხორციელებაში ხელს შეუშლის.