ჩინეთის „სინჰუას“ ახალი ამბების სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ოთხი ეჭვმიტანილი მოკლა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში. ამას წინ უძღოდა არეულობა, რომლის დროსაც შვიდი ადამიანი მოკლეს და 30 დაჭრეს.
ჩინეთის ხელისუფლება არაფერს ამბობს კაშგარში მომხდარი ამ შეტაკების მიზეზებზე, სადაც მუსლიმან უიღურებსა და ჩინელებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების შედეგად 2009 წლის შემდეგ 200-მდე ადამიანი დაიღუპა.
პოლიციის განცხადებით, დანებით შეიარაღებული ორი კაცი ბრბოში შეიჭრა და სამი ადამიანი გამოსალმა სიცოცხლეს. ამის შემდეგ სამართალდამცავებმა ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს.
ივლისის დასაწყისში ჩინეთის პოლიციამ 14 უიღური მოკლა, რომლებმაც თავის მხრივ ქალაქ ჰოტანში პოლიციის განყოფილება დაარბიეს და ოთხი ადამიანი მოკლეს.