ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად სირიაში არეულობა და დაპირისპირება ყოველდღიურად ხდება.
სირიაში დემონსტრანტების ერთმა ნაწილმა დღეს ანტი-სამთავრობო გამოსვლებში მიიღო მონაწილეობა. აქტივისტები ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს აბრალებენ ხუთი ადამიანის სიკვდილს.
მიუხედავად იმისა, რომ სირიაში გაეროს რამდენიმე ასეული დამკვირვებელი იმყოფება, მხარეებს შორის დაპირისპირება არ ცხრება.
სირიის ოპოზიციური ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი, რომელიც ლონდონშია ბაზირებული, ამერიკის ხმას უცხადებს, რომ სამთავრობო ძალებმა ჰამას და დარაას რაიონში ოთხი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გაეროს სრულუფლებიანი წარმომადგენლის , კოფი ანანის შუამდგომლობით, ექვსი კვირის წინ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, სირიაში არეულობა და დაპირისპირება ყოველდღიურად ხდება.