ტიბეტელი ბერები საპროტესტო აქციებს აწყობენ

ყოველწლიურად ტემპლეტონის ჯილდოს მფლობელს პრიზის სახით $1.7 დოლარი კაცობრიობის ცხოვრების სულიერი გამდიდრებისთვის გადაეცემა.

დალაი ლამა ჩინეთის მთავრობის კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ მოექცა, რაც იგი $1.7 დოლარის პრიზის მფლობელი გახდა.

ხუთშაბათს ტიბეტელი დევნილები დელიში საპროტესტო გამოსვლის დროს პოლიციამ დაშალა. ეს აქცია ჩინეთის პრეზიდენტის ჰუ ჟინტაოს ვიზიტის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული.

სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც კვირის დასაწყისში 27 წლის ტიბეტელმა მამაკაცმა საქვეყნოდ თავი დაიწვა. ამას თან ის ინფორმაციაც დაერთო, რომ დალაი ლამა 2012 წლის ტემპლეტონის პრიზის მფლობელად გამოცხადდა.

ყოველწლიურად ტემპლეტონის ჯილდოს მფლობელს პრიზის სახით $1.7 დოლარი კაცობრიობის ცხოვრების სულიერი გამდიდრებისთვის გადაეცემა. დალაი ლამას ამ პრიზს ოფიციალურად ლონდონში 14 მაისს გადასცემენ. ამ ფონზე ტიბეტელი ბერები გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს, რითაც შეეცდებიან ჩინეთთან შემნილი პრობლემები მსოფლიოს ხალხებამდე მიიტანონ.