დღეს ფლორიდაში განლაგებულ კენედის კოსმოსური ცენტრიდან მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსურ ხომალდ "ენდევორის" გაფრენა იგეგმება.
ოფიციალური პირები ამ სანახაობაზე დასასწრებად, შვიდასორმოცდაათ ათას ადამიანს ელიან. მათ შორის იქნება ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოჯახთან ერთად.
"ენდევორის" კოსმოსური მისია ხომალდის რიგით 25 და ამასთან, მისი უკანასკნელი მოგზაურობა იქნება კოსმოსში.
13 მაისს ხომალდის დედამიწაზე დაშვების შემდეგ, "ენდევორი" დაასრულებს მუშაობას და დამთვალიერებლისათვის პერმანენტულად გამოიფინება კალიფორნიის სამეცნიერო ცენტრში.