„საერთაშორისო ამნისტიამ“ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა

ასადის წინააღმდეგ ამბოხების დაწყების დღიდან ქვეყანაში ადამიანთა წამების ფაქტები გახშირდა.

იორდანიაში გაქცეული სირიელი დევნილების ინფორმაციაზე დაყრდნობით უფლებადამცველმა ორგანიზაციამ საერთაშორისო ამნისტიამ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სირიის ხელისუფლება პასუხისმგებელია ქვეყანაში დატრიალებულ ტრაგედიაზე. ოფიციალური დამასკო ორგანიზაციის დასკვნას არ ეთანხმება.

ბაშარ ალ-სადის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი შეიარაღებულ ტერორისტულ ჯგუფებს ებრძვიან. საერთაშორისო ამნისტია აცხადებს, რომ ასადის წინააღმდეგ ამბოხების დაწყების დღიდან ქვეყანაში ადამიანთა წამების ფაქტები გახშირდა.