ხმათა რაოდენობით ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეის მიმდევარი კანდიდატები ლიდერობენ.
ირანის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. ხმათა რაოდენობით, ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეის მიმდევარი კანდიდატები ლიდერობენ.
თუმცა, ასევე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში კონსერვატიული პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადის მოწინააღმდეგეები იმარჯვებენ.
ირანის სახელმწიფო მედიის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე 48 მილიონი ამომრჩევლის 65 პროვენტი მივიდა.
ამ არჩევნებს ირანის საგარეო პოლიტიკაზე გავლენა არ ექნება. ის სავარაუდოდ ხამენეის პოზიციებს გაამყარებს.