ეს ვიზიტი ივლისის შემდეგ მოლაპარაკების მესამე რაუნდი იყო.
შეერთებული შტატების დესპანის განცხადებით, მან ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებში „მცირე პროგრესს“ მიაღწია ბირთვული განიარაღების შესახებ. თუმცა, პრობლემის გადაჭრა ჯერ არ მომხდარა. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საკითხებში ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა გლინ დევისმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა:
„მცირე პროგრესი მიღწეულია. ვფიქრობ ჩვენ უნდა შევაფასოთ ჩრდილოეთ კორეის პოზიცია და ამის შემდეგ ჩვენს მოკავშირეებთან გავმართოთ კონსულტაციები,“ - განაცხადა დევისმა.
ის ორდღიანი ვიზიტით პეკინში იმყოფებოდა, სადაც აღნიშნული მოლაპარაკება შედგა. ეს ივლისის შემდეგ მოლაპარაკების მესამე რაუნდი იყო. თუმცა, პირველი გამოდგა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის სათავეში გარდაცვლილი ლიდერის კიმ ჩენ ირის ვაჟი, კიმ ჩენ ინი მოვიდა.