ტანკებს ამერიკელი საზღვაო ქვეითები ჰელმანდის პროვინციაში გამოიყენებენ თალიბთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, შეერთებული შტატები ავღანეთში ემ-1 აბრამსის ტანკების გაგზავნას აპირებს.
თალიბთა წინააღმდეგ 9 წლიანი ომის განმავლობაში, ამერიკელები პირველად გამოიყენებენ ამ ტანკებს ავღანეთში.
ამერიკელთა და ნატოს ჯარების სარდალმა ავღანეთში დევიდ პეტრეუსმა დაადასტურა გასულ თვეს ამ ქვეყანაში 16 ტანკის გადასროლის ფაქტი.
ემ -1 აბრამსის ტიპის ტანკებს ამერიკელი საზღვაო ქვეითები ჰელმანდის პროვინციაში გამოიყენებენ თალიბთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
როგორც "ვაშინგტონ პოსტი" წერს 68 ტონიან ტანკს თავისუფლად შეუძლია ერთი მილით დაშორებული სახლის განადგურება.