საფრანგეთის პრეზიდენტი ავღანეთში ჩავიდა

საფრანგეთი საბრძოლო ძალების ავღანეთიდან გაყვანას ივლისში დაიწყებს.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა მას შემდეგ, რაც შაბათს თვითმკვლელმა ტერორისტმა ოთხი ფრანგი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. ინციდენტის შედეგად დამატებით ხუთი ჯარისკაცი მძიმედ დაშავდა.

თავდაცვის მინისტის ქაბულში სავარაუდოდ საფრანგეთის პოზიციას კიდევ ერთხელ დააფიქსირებს. საფრანგეთი საბრძოლო ძალების ავღანეთიდან გაყვანას ივლისში დაიწყებს.

შაბათს ჰიჯაბში - ქალის ტრადიციულ ავღანურ ტანისამოსში გამოწყობილმა მამაკაცმა კაპისას პროვინციაში ფრანგი ჯარისკაცების თავშეყრის ადგილთან აიფეთქა თავი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.