პაკისტანის ხელისუფლება შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელმაც ჰაფიზ საიდის თავზე 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა.
საიდი შეარაღებული დაჯგუფება ლაშქარ ითაიბის ლიდერია, რომელსაც 2008 წელს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მოწყობილ ტერაქტში ადანაშაულებენ.
პაკისტანის პარლამენტში ამჟამად დებატები მიმდინარეობს შეეერთებულ შტატებთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენის შესახებ, რომელიც შარშან ნოემბერში ნატოს ავიაციის მიერ 24 პაკისტანელი ჯარისკაცის განადგურების შემდეგ შეწყდა.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის იუსუფ რეზა გილანის განცხადებით, ვაშინგტონის მიერ დაწესებული ჯილდო პაკისტანის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევის მაგალითია.
მისი თქმით:
’’ შეერთებული შტატებს უნდა გაეფრთხილებინა პაკისტანის მთავრობა, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რადგან საიდის წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ არსებობს.
პაკისტანის ხელისუფლებამ ჰაფიზ საიდს მუმბაის ტერაქტების შემდეგ შინაპატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ მოგვიანებით გაანთავისუფლა.