"აზავადის" სახელმწიფოს აღიარებაზე უარი ეთქვა

აფრიკის ეკონომიკური საზოგადოება ქვეყანასთან ურთიერთობას მხოლოდ საომარი ქმედებების შეწყვეტის და ცივილური მართვის პირობებში განაახლებენ.

მალის ჩრდილოეთ ნაწილში თუარეგის ტომის ამბოხებულებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და ე. წ. „აზავადის“ სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარება მოითხოვეს.

აფრიკულმა კავშირმა მათი დეკლარაცია მაშინათვე უარყო. ამბოხებულთა მოთხოვნის განხილვაზე მალის ყოფილმა კოლონიის მფლობელმა, საფრანგეთმაც უარი განაცხადა. თავდაცვის მინისტრის, ჟერარ ლონგეტის თქმით, ცალმხრივ დეკლარაციას, რომელსაც აფრიკის ქვეყნები არ ცნობენ, იურიდიული ძალა არ გააჩნია.

მალის წინააღმდეგ ამჟამად საერთაშორისო დიპლომატიური და ფინანსური სანქციები მოქმედებს. აფრიკული კავშირი და დასავლეთ აფრიკის ეკონომიკური საზოგადოება ქვეყანასთან ურთიერთობას მხოლოდ საომარი ქმედებების შეწყვეტის და ცივილური მართვის პირობებში განაახლებენ.