1 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პროცედურაში გარკვეული კანონდარღვევები შეინიშნება.
ბირმის დემოკრატიული პოლიტიკური მოძრაობის ლიდერმა აუნგ სან სუ ჩიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ფართოდგავრცელებულმა კანონდარღვევებმა, მოახლოვებული დამატებითი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება კიდევ უფრო გაართულა.
აღნიშნული პოლიტიკური მოძრაობის წევრები პარლამენტში 48 ადგილის მოპოვებისათვის იბრძოლებენ.
შეგახსენებთ რომ 1990 წელს „ეროვნულმა ლიგამ - დემოკრატიისათვის“ არჩევნებში წარმატებით გაიმარჯვა, მაგრამ ქვეყნის სამხედრო ხელისუფლების გამო, ძალაუფლების აღება ვერ შეძლო.
ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონალური ჯგუფის წევრების მიერ გავრცელებულ განცახდებაში ასევე აღნიშნულია, რომ 1 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პროცედურაში გარკვეული კანონდარღვევები შეინიშნება.