სირიის ხელისუფლებასთან და ამბოხებულებთან მოლაპარაკებები განახლდა.
საერთაშორისო წითელი ჯვარი სირიის ქალაქ ჰომსიდან დაჭრილთა ევაკუაციის განხორციელებას ცდილობს. დღეს წითელი ჯვრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლებასთან და ამბოხებულებთან მოლაპარაკებები განახლდა, რათა სასწრაფოდ მოხდეს ალყაშემორტყმული ქალაქიდან იმ პირთა გაყვანა, ვინც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებბს. \
გუშინ წითელმა ჯვარმა განაცხადა, რომ ჰომსის ერთერთი რაიონიდან შვიდი დაჭრილის ევაკუაცია შეძლო. თუმცა, ჯერ უცნობია არის თუ არა მათ შორის ორი დაჭრილი დასავლელი ჟურნალისტი. გუშინ სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ჰომსის დაბომბვა განაახლეს. ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, ჭურვების აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა.