ფორუმის მონაწილეებმა შეერთებულ შტატებთან საზღვაო და ერთიანი საჰაერო დაცვის სისტემების გასაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავება გადაწყვიტეს.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ირანიდან წამოსული საფრთხეების ფონზე, ვაშინგტონი გააგრძელებს სპარსეთის ყურეში მდებარე მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერას და დაცვას.
კლინტონმა ეს განცხადება შაბათს, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში გააკეთა, სადაც ის სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სტრატეგიულ ფორუმს ესწრებოდა. საბჭოში ახლო აღმოსავლეთის ექვსი ქვეყანა შედის - ბაჰრეინი, ქუვეითი, ომანი, ყატარი საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.
ფორუმის მონაწილეებმა შეერთებულ შტატებთან საზღვაო და ერთიანი საჰაერო დაცვის სისტემების გასაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავება გადაწყვიტეს. მათ ასევე შეშფოთება გამოთქვეს ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებით.