აშშ ირანს ემბარგოს დაუწესებს

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქცია ირანის ნავთობზე ძალაში ივლისის დასაწყისში შედის.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, ამერიკის მთავრობა მზად არის ირანის წინააღმდეგ დააწესოს ნავთობის ემბარგო. ამავე განცხადების თანახმად, ივნისიდან აშშ-ი დააწესებს სანქციებს იმ ბანკებზე, რომლებიც ნავთობთან დაკავშირებულ ფინანსურ გადარიცხვებს განახროციელებს ირანის ცენტრალურ ბანკში.

ამერიკისა და ევროპის მიერ ირანის წინააღმდეგ დააწესებული ნავთობის ემბარგო, მიზნად ისახავს ირანის ბირთვული ამბიციების შეფერხებას.

ამერიკის კანონმდებლობის თანახმად, ობამას პარასკევს უნდა მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ დააწესებული ნავთობის ემბარგოს შესახებ. ირანი მსოფლიოში ნავთობის ექსპორტით მესამე ადგილზეა. ირანის ნავთობის მომხმარებელ ქვეყანათა შორის შედის ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი , საბერძნეთი და იტალია.

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქცია ირანის ნავთობზე ძალაში ივლისის დასაწყისში შედის.