აჰმადინეჟადი ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოგზაურობს

აჰმადინეჟადი ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოგზაურობს

ირანის პრეზიდენტი ასევე დაესწრება ნიკარაგუას პრეზიდენტის დანიელ ორტეგას ინაუგურაციის პროცესს

დღეს ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, ლათინური ამერიკის ქვეყნებში ხუთდღიან ვიზიტს იწყებს. შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამ ფაქტს ირანის მხრიდან ახალი პარტნიორების ძიების ნაბიჯად აღიქვამს. ბირთვული პროგრამების განვითარების გამო სანქციების გამკაცრება ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს.

ბატონი აჰმადინეჟადი ვენესუელის შემდეგ ნიკარაგუას, კუბას და ეკვადორს ესტუმრება. ის პოპულისტი ანტი-ამერიკელი ლიდერების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს, რომელთა შორის ვენესუელის პრეზიდენტი ჰუგო ჩავესიცაა. ირანის პრეზიდენტი ასევე დაესწრება ნიკარაგუას პრეზიდენტის დანიელ ორტეგას ინაუგურაციის პროცესს.

პარასკევს შეერთებულმა შტატებმა ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა არ გააღმავონ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან.