რუსეთში საპროტესტო აქცია გაიმართა

რუსეთში საპროტესტო აქცია გაიმართა

რეგიონში უშიშროების სატვირთო ავტომობილები და საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის პოლიციაა გამაგრებული.

რუსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოქალაქეები საპროტესტო აქციებს აწყობენ. ეს აქციების პრემირ მინისტრისა და მისი მმართველი პარტიისთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს.

დღეს პირველი მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა. როგორც პოლიცია აცხადებს, მოსკოვში ბოლოტნაიას მოედანზე 20 000 აქციის მონაწილე გამოვიდა. როგორც აქციის ორგანიზატორები იმედოვნებენ მიტინგზე 40 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ სანქცია მხოლოდ 30 000 ადმაიანზეა გაცემული.

რეგიონში უშიშროების სატვირთო ავტომობილები და საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის პოლიციაა გამაგრებული, საჰაერო სივრცეს შვეულმფრენები აკონტროლებენ. შეტაკებასა და ფართომასშტაბიან დაკავებები არ მომხდარა.