ობამას ახალი ინიციატივა

ობამას ახალი ინიციატივა

პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს ბირმაში არსებული დახურული პოლიტიკური სისტემის, პოლიტიკური პატიმრების, ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის და ქვეყნის უმცირესობებისადმი დამოკიდებულების გამო.

პრეზიდენტი ობამა ახალი მნიშვნელოვანი დიპლომატიური ინიციატივით გამოდის. ის დეკემბერში ჰილარი კლინტონს ბირმაში გააგზავნის. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჩასვლა იზოლირებულ სამხრეთ-აზიურ ქვეყანაში ამერიკის უმაღლესი დიპლომატის პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება უკანასკნელი 50 წლის მანძილზე.

პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს ბირმაში არსებული დახურული პოლიტიკური სისტემის, პოლიტიკური პატიმრების, ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის და ქვეყნის უმცირესობებისადმი დამოკიდებულების გამო.

განცხადება ბატონმა ობამამ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიმდინარე ასეანის სამიტზე გააკეთა. დღეს ამერიკის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები აზიის ქვეყნების ლიდერებთან გამართა. პირველი შეხვედრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ, მანმოჰან სინგჰთან, შედგა. ბატონი ობამას განცხადებით, ორივე ქვეყანა იზიარებს შეხედულებების მთელ სპექტრს საზღვაო უსაფრთხოებით დაწყებული, ირაღის შემდგომი გაუვრცელებლობის, თუ ჰუმანიტარულ მისიებში თანამშრომლობით დამთავრებული.