პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ მალიქს ახალი მთავრობის ფორმირება სთხოვა.
ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიქს დღეს თავისი კაბინეტის ახალი წევრები უნდა დაესახელებინა, რითაც ქვეყნის 9 თვიანი პოლიტიკური ჩიხი და კრიზისი უნდა დასრულდეს.
ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენელმა ალი-ალ დაბაღმა განაცხადა. თუმცა ბოლო წუთებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს პროცესი ჯერჯერობით შეჩერებულია, რადგან კოალიციის სუბიექტებს შირის კვლავ შეუთანხმებლობა სუფევს.
გასულ თვეს ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ ბატონ მალიქს ახალი მთავრობის ფორმირება სთხოვა. მან ამისთვის პრემიერ-მინისიტრს 30 დღის ვადა მისცა.
დღესვე ასევე ცნობილი გახდა, რომ მალიქის მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა ერთერთი პოსტი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აიად ალავიმაც დაიკავოს.