ირანის პრეზიდენტი ბირთვულ მიღწევებზე საუბრობს

ირანის პრეზიდენტი ბირთვულ მიღწევებზე საუბრობს

თეირანის მოედანზე შეკრებილ ირანელებს ღაზას პრემიერ მინისტრმა მიმართა

ირანში ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში 1979 წლის ისლამური რევოლუციიდან 33 წლის აღსანიშნავად.

გუშინ სხვადასხვა ქალაქებში გამოსულ დემონტრანტებს ხელში ამერიკისა და ისრაელის საწინააღმდეგო სლოგანებით აჭრელებული ტრანსპარანტები ეჭირათ.

თეირანის თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას პრეზიდენტმა აჰამდინეჟადმა სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა რომ , რამდენიმე დღეში ირანის მნიშვნელოვანი ბირთვული პროექტების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ირანის ბირთვული პროგრამის გამო დაიძაბა:

„ღმერთის ნებით, უახლოეს დღეებში ჩვენ მსოფლიოს ბირთვული პროგრამის უახლეს მიღწევებს გავაცნობთ“

თეირანის მოედანზე შეკრებილი ირანელების წინაშე სიტყვით ღაზას პრემიერ მინისტრი გამოვიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჰამასის სამხედრო დაჯგუფება ისრაელის სახელმწიფოს არასდროს აღიარებს.