საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მასშტაბური ხანძრის მსხვერპლთა იდენტიფიცირებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება. დაღუპულთა იდენტიფიცირება ექიმებსა და სამართალდამცავებს უჭირთ, რადგან მათი სხეულების დიდი ნაწილი მძიმედაა დაზიანებული. ეს ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ხანძარი იყო.
ამ დროისთვის ოფიციალურად, გარდაცვლილად ცნობილია 82 ადამიანი. დაკარგულთა რაოდენობა კი ჯერაც უცნობია. საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ არსებობს "მნიშვნელოვანი მიგნებები" იმის შესახებ, რომ ხანძარი შესაძლოა "კრიმინალური ქმედების" შედეგი იყოს. მისი თქმით, არის ნაპოვნი ფიზიკური მტკიცებულებები, რომლებსაც გამოძიება იკვლევს. სხვა დეტალები ხანძრის მიზეზების და მასზე პასუხისმგებელი პირის თუ პირების შესახებ ცნობილი არ არის.