ანტი-დოპინგის სააგენტომ ცნობილი ველომრბოლელი დასაჯა
შეერთებული შტატების ანტი-დოპინგის სააგენტომ ცნობილ ველომრბოლელ ლენს არმსტრონგს მოპოვებული ტიტულები ჩამოართვა და ველორბოლაში ასპარეზობა აუკრძალა. სააგენტომ ამის შესახებ, მას შემდეგ განაცხადა, რაც არმსტრონგმა წაყენებული ბრადლების წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი თქვა. სახელოვანმა სპორტსმენმა 1999 -2005 წლებში ტურ დე ფრანსის ჩემპიონატი შვიდგზის მოიგო. ველომრბოლელის განცხადებით, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების ნულოვანი მტკიცებულება არსებობს. ამერიკული სააგენტო კი აცხადებს, რომ სპორტსმენი აკრძალულ ნივთიერებას წლების განმავლობაში იღებდა. 40 წლის არმსტრონგმა დიდი სპორტი შარშან მიატოვა და კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება.