სომხეთის ლიდერი ლუკაშენკოსთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვის გამო გააკრიტიკეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, საკუთარ ქვეყანაში გააკრიტიკეს, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის, "ნაჩქარევი" მილოცვის გამო. ფაშინიანმა ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. თუმცა, ამავე არჩევნების შედეგებმა ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში და საპროტესტო ტალღა დაიწყო.

ლუკაშენკოსთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ფაშინიანი წერდა, რომ ის დარწმუნებულია, რომ "ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ორ ხალხს შორის მეგობრობა გაძლიერდება; და გაფართოვდება ორმხრივი, მომგებიანი ურთიერთობა ორივე ქვეყნისთვის."

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი მიიღო. ოპოზიციის კანდიდატმა სვიატლანა ციხანუსკაიამ კი 10%-ზე ნაკლები.

ციხანუსკაია არ აღირებს არჩვენების შედეგებს. „ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ, რადან ჩვენ გადავლახეთ შიში, აპათეა და გულგრილობა“, - თქვა მან.

განცხადება გააკეთა ასევე მარია კოლესნიკოვამ, ოპოზიციის კანდიდატის ვიკტორ ბაბარიკას კამპანიის ხელმძღვანელმა და შედეგები უარყო. ბაბარიკა, ბანკის ყოფილი მმართველი, ახლა ციხეშია.

ოპოზიციის კანდიდატმა სვიატლანა ციხანუსკაიამ სამშაბათს თქვა, რომ ბელარუსში არჩევნების შემდგომი დემონსტრაციების მეორე ღამის შემდეგ, სადაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, ის მეზობელ ლიეტუვაში გაიქცა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მივიდა, ბელარუსის სამართალადამცავმა ოფიციალურმა პირებმა მას აიძულეს, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. ქალის თქმით, მან ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება შვილების გამო მიიღო.

“ვიცი, რომ ბევრი გამიგებს, ბევრი განმსჯის და ბევრი ჩემი მოძულე გახდება, მაგრამ ღმერთმა ყველა დაიფაროს იმ არჩევანისგან, რომლის წინაშეც მე ვიდექი”, თქვა ციხანუსკაიამ.

არჩევნების შედეგების გამო ქვეყანაში უკმაყოფილებაა. მესამე დღეა ხალხი ქუჩაშია გამოსული და აპროტესტებს საარჩევნო კომისიის გამოქვეყნებულ შედეგებს. ლუკაშენკომ, რომელიც 26 წელია ხელისუფლებაშია, ორშაბათს თქვა, რომ ოპოზიციონერი დემონსტრანტების მიმართ მკაცრ ზომებს მიიღებენ. მან ისინი აღწერა, როგორც უცხოელი პატრონების მიერ მანიპულირებული ცხვრის ფარა და თქვა: “დაემორჩილეთ კანონს და რეპრესიების შესახებ ყველა ეს საუბრები გაქრება”

ორშაბათ ღამით მომხდარი შეტაკებების ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ პოლიცია დემონსტრანტებს ხელკეტებით სცემს. პოლიციამ გამაყრუებელი ხელყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლიც გამოიყენა.