სომხური ხაჩქარი ოკუპირებულ ცხინვალში
Your browser doesn’t support HTML5
ოსი და სომეხი ხალხების მეგობრობის ნიშნად ოკუპირებულ ცხინვალში, სურბ ასტვაწაწინის სომხურ ეკლესიასთან ახლოს, სომხურ ხაჩქარს- ქვაჯვარს დადგამენ. ეს დაპირება ოსი სეპარატისტების ლიდერმა ყარაბაღელი სეპარატისტების „საგარეო მინისტრს“ მისცა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა.