ქ. ერევანში დღეს დილით მომხდარ აფეთქებაში სულ ცოტა ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. სომხეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა იყო.
აფეთქება დილის 7 საათზე მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინციდენტის ადგილი უკვე მოინახულა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
დიდი ზიანი მიადგა ოთხსართულიან შენობასაც, რომელშიც 12 ბინაა განთავსებული. ნანგრევებიდან დაღუპული 58 წლის მამაკაცის გვამის ამოტანა მაშველებმა მხოლოდ დღის 1 საათისთვის შეძლეს. სახლში მაცხოვრებელი 21 ადამიანი ევაკუირებულია.