სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. სამ-მილიონიან ქვეყანაში, 24 საათში კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ, სომხეთში ინფიცირების 10,009 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კოვიდ-19-ით 24 საათში 19 ადამიანი გარდაიცვალა. სულ, ამ დრომდე გარდაცვლილია 158 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 3427 ადამიანი.
1 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მას და მისი ოჯახის ოთხ წევრს კოვიდ-19 დაუდასტურდათ. სომხეთმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო.
ასევე ნახეთ: ინფოდემია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაშიშემთხვევების რაოდენობა, ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად გაიზარდა.10 მაისიდან მოყოლებული, ქვეყანაში თითქმის ყველა ბიზნესი ამოქმედდა. თუმცა ფაშინიანს ამ დრომდე არ განუცხადებია, რომ გეგმავს შეზღუდვების ხელახალ დაწესებას.
„ჩვენ უნდა ვისწავლოთ ახალ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება“, - განაცხადა ფაშინიანმა.
იგი აცხადებს, რომ ის თვითიზოლაციაშია და საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.