აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მისი ძალები ლაჩინის რაიონში შევიდნენ. ეს ბოლოა იმ სამი რაიონიდან, რომლის აზერბაიჯანისთვის გადაცემის პირობა 10 ნოემბერს დადებული ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე ერევანმა დადო.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა ვიდეო, რომელიც აჩვენებს, როგორ შედიან ტანკები აზერბაიჯანის დროშებით რეგიონის ტერიტორიაზე.
აზერბაიჯანმა ლაჩინი სომხეთთან 1990-იანი წლების ომში დაკარგა. ლაჩინი სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრისა და ეთნიკური სომხების მიერ კონტროლირებული მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ტერიტორია იყო.
ასევე ნახეთ: ვინ გაიმარჯვა ყარაბაღის ომში?რუსეთის მიერ მოლაპარაკებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, სომხეთმა იკისრა სამი რეგიონის: აღდამის, კალბაჯარის და ლაჩინის დაბრუნების ვალდებულება.
აღდამი აზერბაიჯანს 20 ნოემბერს დაუბრუნდა და კალბაჯარი ხუთი დღის შემდეგ.
ტერიტორიას ახლა რუსი მშვიდობისმყოფელები გააკონტროლებენ, მათ შორის, ლაჩინის კორიდორს, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს.
ასევე ნახეთ: 24 ნოემბერს სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს ქელბაჯარის რაიონსშეთანხმება ასევე საუბრობს მხარეებს შორის საზღვრის და ვაჭრობის გახსნაზე, თუმცა ამისთვის დრო დათქმული არ არის.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება სექტემბერში განახლდა. ცეცხლის შეწყვეტის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მხარეები ბრძოლას აგრძელებდნენ. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ქალაქი შუშა დაიკავა და მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციულ ცენტრს სტეპანაქერტს მიუახლოვდა, სომხეთმა მიიღო გადაწვეტილება დაეყარა იარაღი.